სალომე ზურაბიშვილი – მადლენ ოლბრაიტის სახით მსოფლიო კარგავს ისტორიულ ფიგურას, ქალბატონო სახელმწიფო მდივანო, მთელ მსოფლიოს მოენატრებით
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის გარდაცვალების გამო, სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
„მადლენის სახით მსოფლიო კარგავს ისტორიულ ფიგურას, მას, ვინც მთელი თავისი ცხოვრება დიპლომატიასა და ლიდერობას მიუძღვნა და დაეხმარა ბრწყინვალე ლიდერების თაობათა ფორმირებას. განსაკუთრებით, ის შთააგონებდა ახალგაზრდა ქალებს. ქალბატონო სახელმწიფო მდივანო, თქვენ მთელ მსოფლიოს მოენატრებით“, – წერს ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.
აშშ-ის პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი 84 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა.
With @Madeleine, the world looses a historical figure, someone who dedicated her entire life to diplomacy and leadership and helped shape generations of bright leaders, especially the young women she’s inspired.
Madam Secretary, you will be missed all around the world. https://t.co/qc5HPPsS1E
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) March 23, 2022