სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრეზიდენტს შეხვდა 
სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრეზიდენტს შეხვდა 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრეზიდენტს ეგლის ლევიტს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ლატვიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მიმართ, როგორც ლატვიის, ასევე ბალტიის ქვეყნების მხარდაჭერა ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ლატვია არ აღიარებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს და მას საერთაშორისო სამართლის ნორმების ცალსახა დარღვევად მიიჩნევს.

ამასთან, ლატვია მზადაა, კიდევ უფრო გააღრმაოს, როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ურთიერთობები საქართველოსთან.