სალომე ზურაბიშვილი ლატვიელ კოლეგას, რაიმონდს ვეიონისს ხვდება
სალომე ზურაბიშვილი ლატვიელ კოლეგას, რაიმონდს ვეიონისს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლატვიელ კოლეგას, რაიმონდს ვეიონისს ხვდება. პირისპირ შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის ლატვიაში ვიზიტის ფარგლებში მიმდინარეობს.

რიგაში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის ოფიციალური ნაწილი პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ცერემონიით დაიწყო. შესრულდა საქართველოს და ლატვიის სახელმწიფო ჰიმნები, პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს საქართველოს და ლატვიის სახელმწიფო დროშებს და ერთმანეთს ოფიციალური დელეგაციები წარუდგინეს.  ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის გაფართოებული შეხვედრები შედგა.

პრეზიდენტების შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიისთვის პრესკონფერენციაც გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილი ლატვიის პრემიერ-მინისტრთან, არტურ კრიშიანის კარინშთან და პარლამენტის თავმჯდომარე ინარა მურნიეცესთანაც გამართავს შეხვედრებს. სალომე ზურაბიშვილი ოკუპაციის მუზეუმსაც მოინახულებს და ლატვიის პრეზიდენტთან ერთად, თავისუფლების მონუმენტს გვირგვინით შეამკობს. იგეგმება ლატვიის მეექვსე პრეზიდენტთან ვაირა ვიკე-ფრაიბერგასთან შეხვედრა.

საქართველოს პრეზიდენტი ლატვიაში დელეგაციის წევრებთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაში არიან: ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი თეა მაისურაძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნათია სულავა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ნინუა, საგარეო საქმეთა ევროპული დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი ქეთევან თათოშვილი.