სალომე ზურაბიშვილი ლანჩხუთში გურიის საფეხბურთო აკადემიას ეწვია
სალომე ზურაბიშვილი ლანჩხუთში გურიის საფეხბურთო აკადემიას ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლანჩხუთში გურიის საფეხბურთო აკადემიას ესტუმრა, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და აკადემიის აღსაზრდელებს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მიესალმება მსგავს პროექტებს, რომლებიც ქართული სპორტის განვითარებას ისახავს მიზნად. მან მომავალში ქალთა ფეხბურთის კიდევ უფრო განვითარება ისურვა.

აკადემიის შენობის რეაბილიტაცია ფეხბურთის ფედერაციისა და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, მიმდინარეობს ხელოვნურსაფარიანი მინდორისა და ტრიბუნების მოწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისას საცხოვრებელი კორპუსი 50 აღსაზრდელის მიღებას შეძლებს.