სალომე ზურაბიშვილი - კვიპროსმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა
სალომე ზურაბიშვილი - კვიპროსმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა

ძალიან ნიშანდობლივია ფაქტი, რომ კვიპროსმა აღიარა საქართველო როგორც უსაფრთხო ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ნიკოს ანასტასიადისთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„ძალიან ნიშანდობლივია ფაქტი, რომ კვიპროსმა აღიარა საქართველო როგორც უსაფრთხო ქვეყანა და ამის შესახებ დღეს ითქვა. საერთოდ, ყველანაირი დახმარება – მეტი ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში გაზიარებულია კვიპროსის, როგორც ევროკავშირში ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის მიერ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამ საკითხზე ბრიფინგზე ნიკოს ანასტასიადისმაც გაამახვილა ყურადღება.

„კვირპოსი გააძლიერებს თავის მხარდაჭერას, საქართველოს დახასიათებას, როგორც დაცული სახელმწიფოსი“, – განაცხადა კვირპოსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა.

​საქართველოს კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ნიკოს ანასტასიადისი  მეუღლესთან, ანდრი ანასტასიადისთან ერთად პირველი ვიზიტით გუშინ ეწვია. ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში, კვიპროსის პრეზიდენტი ასევე პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ბიზნესფორუმიც, სადაც საქართველოსა და კვიპროსს შორის ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივებზე იმსჯელებენ. ანასტასიადისი ასევე შეხვდება საქართველოს პატრიარქს.