სალომე ზურაბიშვილი - კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული დოკუმენტი სამომავლო პროგრესისთვის კარგ საფუძვლად რჩება
სალომე ზურაბიშვილი - კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული დოკუმენტი სამომავლო პროგრესისთვის კარგ საფუძვლად რჩება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის, ოპოზიციის და მმართველი პარტიის მიერ გამართულ მოლაპარაკებებს მიკრობლოგ „ტვიტერზე“ ეხმაურება.

ზურაბიშვილის თქმით, მედიატორის მიერ შეთავაზებული დოკუმენტი პროგრესისთვის კარგი საფუძველია.

„ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებმა ჯერ მოსალოდნელი შედეგს ვერ გამოიღო. კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული დოკუმენტი სამომავლო პროგრესისთვის კარგ საფუძვლად რჩება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა დღეს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პარტიებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

ამასთან, ევროკავშირის მედიატორმა კრისტიან დანიელსონმა დღეს გამოაქვეყნა წინადადებები, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა.