სალომე ზურაბიშვილი – კრისტიან დანიელსონის ჩამოსვლა თბილისში გვაჩვენებს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის
კრისტიან დანიელსონის ჩამოსვლა თბილისში გვაჩვენებს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ „თვითერში“, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ დაწერა.
„კრისტიან დანიელსონის ჩამოსვლა თბილისში გვაჩვენებს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. საგანგებო დესპანთან ძალიან პროდუქტიული შეხვედრა მქონდა. კიდევ ერთხელ, თითოეულმა მხარემ პირველ ადგილას ქვეყანა უნდა დააყენოს და იბრძოლოს დეპოლარიზაციისთვის და სტაბილურობისთვის“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
.@DanielssonEU’s arrival to Tbilisi shows us that the EU will continue to work for the #democraticdevelopment of Georgia. A very productive meeting with the Special Envoy. Once again, each side must put country first and fight for depolarization and stability. pic.twitter.com/nVrc08Qjk0
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) March 12, 2021