სალომე ზურაბიშვილი კოპენჰაგენში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული ოფისის 69-ე სესიას დაესწრო
სალომე ზურაბიშვილი კოპენჰაგენში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული ოფისის 69-ე სესიას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კოპენჰაგენში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული ოფისის 69-ე სესიას დაესწრო.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, უმაღლესი დონის ფორუმზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წევრი 53 ქვეყნის უმაღლესი დონის წარმომადგენლობითი დელეგაციები და მინისტრები გლობალური ჯანდაცვის სფეროში არსებულ საკითხებზე მსჯელობენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა სესიის უშუალო მიმდინარეობაში განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ეს უპრეცენდენტო შემთხვევაა.

შეხვედრისას განიხილეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის არჩევნების საკითხი, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის კანდიდატებს შორის საქართველოს კანდიდატი – მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ნიუ იორკის ოფისის აღმასრულებელი დირექტორი ნატა მენაბდეც მონაწილეობს.

„საქართველოს ძლიერი კანდიდატი ჰყავს ნატა მენაბდის სახით. ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ საქართველო მოწინავე ქვეყნად ითვლება ბევრი მიმართულებით”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ადჰანონ ტედრუსი, ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი და დანიის სამეფოს პრინცესა მერი.

დატოვე კომენტარი