სალომე ზურაბიშვილი – კოლინ პაუელის გარდაცვალება დიდი დანაკლისია მსოფლიო დიპლომატიისთვის, მისი ღვაწლი მაგალითია ახალგაზრდა თაობებისთვის, რომლებიც ცდილობენ, სამყარო უფრო უსაფრთხო გახადონ
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანის, კოლინ პაუელის გარდაცვალება დიდი დანაკლისია მსოფლიო დიპლომატიისთვის.
როგორც ზურაბიშვილი წერს, მისი ღვაწლი მაგალითია ახალგაზრდა თაობებისთვის, რომლებიც ცდილობენ, სამყარო უფრო უსაფრთხო გახადონ.
„კოლინ პაუელის გარდაცვალება დიდი დანაკლისია მსოფლიო დიპლომატიისთვის. დიადი გონება, რომელმაც 21-ე საუკუნეში გლობალური მიმართულების ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო. მისი ღვაწლი მაგალითია ახალგაზრდა თაობებისთვის, რომლებიც ცდილობენ, სამყარო გახადონ უფრო უსაფრთხო“, – წერს „ტვიტერის“ გვერდზე სალომე ზურაბიშვილი.
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, კოლინ პაუელი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კოლინ პაუელის ოჯახის განცხადებით, ყოფილი სახელმწიფო მდივანი კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა.
კოლინ პაუელი სახელმწიფო მდივნის თანამდებობას 2001-2005 წლებში, ჯორჯ ბუშ უმცროსის პრეზიდენტობის პერიოდში იკავებდა.
The death of Colin Powell is a blow to world diplomacy.
A great mind who helped shape global direction into the 21st century, his work has been an example to generations of young minds seeking to make the world a safer place.
He will be missed. Rest In Peace. pic.twitter.com/mMzetoKJ8v
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) October 18, 2021