სალომე ზურაბიშვილი - კითხვა, რომლის დასასმელადაც აქ მოვედი, მარტივია, დააჩქარებთ გარდამავალ პერიოდს, თუ მისცემთ საშუალებას, გახანგრძლივდეს მთელი ზამთარი, ქართველები არ შედრკებიან, თუმცა ელოდებიან, რომ ევროპა იმოქმედებს
სალომე ზურაბიშვილი - კითხვა, რომლის დასასმელადაც აქ მოვედი, მარტივია, დააჩქარებთ გარდამავალ პერიოდს, თუ მისცემთ საშუალებას, გახანგრძლივდეს მთელი ზამთარი, ქართველები არ შედრკებიან, თუმცა ელოდებიან, რომ ევროპა იმოქმედებს

კითხვა, რომლის დასასმელადაც აქ მოვედი, მარტივია, დააჩქარებთ თქვენ გარდამავალ პერიოდს, თუ მისცემთ საშუალებას, რომ გახანგრძლივდეს მთელი ზამთარი, ქართველები არ შედრკებიან, თუმცა ელოდებიან, რომ ევროპა იმოქმედებს, რათა ჩვენ შევძლოთ ერთად დავიცვათ ევროპა და მისი ღირებულებები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, საქართველოში მომიტინგეები შიშველი ხელებით იბრძვიან.

„ჩვენ ვიცით, რომ ამ ხელისუფლებას რუსული მოდელით შეუძლია, გადადგას ერთი ნაბიჯი წინ და ორი უკან, ან ორი ნაბიჯი უკან, ერთი წინ. არ მახსოვს, როგორი იყო ლენინის ფორმულა, თუმცა ისინი ამას საკმაოდ წარმატებულად იყენებენ. ასე რომ, ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მკაფიო და პრინციპული – ჩვენ ან მივდივართ არჩევნებისკენ, ან მივდივართ იქ, სადაც არ ვიცით, თუმცა დანამდვილებით, ეს იქნება კრიზისი, რომელთანაც თქვენ მოგიწევთ გამკლავება უფრო ღრმა პირობებში. თქვენ უნდა გამოიყენოთ თქვენი ბერკეტები და უნდა იყოთ გეოპოლიტიკური ევროპა. ევროპა საქართველოს უმსხვილესი დონორია, საქართველოს უდიდესი ბაზარია, ევროპა არის სახლი უმსხვილესი ქართული დიასპორისთვის. ევროპამ უნდა მოძებნოს ბერკეტი მოქმედებისთვის. თუ ევროპას არ შეუძლია, გავლენა იქონიოს 3,7 მილიონი მოსახლეობის მქონე ქვეყანაზე, როგორც აპირებს ის კონკურენციის გაწევას 21-ე საუკუნის გიგანტებთან? ევროპას აქვს საკუთარი გავლენა – ის ასევე არის სასურველი მიმართულება ქართული კორუმპირებული ელიტისთვის და ხელმძღვანელობისთვის.

ისინი ეწევიან პოსტსაბჭოთა რუსული მმართველობის იმპორტს საქართველოში, თუმცა მოხარული არიან, შეინახონ და დახარჯონ თავიანთი ფული ევროპაში. მათ სურთ რუსული კორუმპირებული მმართველობა ქართველებისთვის, თუმცა საკუთარი თავებისთვის ევროპა უნდათ. ასე რომ, არის ბევრი გზა, რომლითაც თქვენ შეგიძლიათ, ქართველების გვერდით დადგეთ, რადგან საქართველო გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში, ის დაიცავს თავის თავისუფლებას, დემოკრატიას და ევროპულ მომავალს. საერთოდ არ მინდა, შევადარო უკრაინის სიმამაცესა და ტრაგედიას, თუმცა უკრაინა იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ევროპული მომავლისთვის და თქვენი მომავლისთვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი გაიმარჯვებენ. საჭიროა მათი ბოლომდე მხარდაჭერა. მეორე მხარეს, ჩვენ ვართ საცდელ მოედანზე, ვიბრძვით, რა თქმა უნდა, არა სამხედრო გზით, თუმცა ვებრძვით შიშველი ხელებით სხვადასხვა გზით იმას, რასაც აქვს პირდაპირი და ნათელი კავშირი ყველა ჩვენგანის მომავალთან. კითხვა, რომლის დასასმელადაც აქ მოვედი, მარტივია, დააჩქარებთ თქვენ გარდამავალ პერიოდს, თუ მისცემთ საშუალებას, რომ გახანგრძლივდეს მთელი ზამთარი, ქართველები არ შედრკებიან, თუმცა ელოდებიან, რომ ევროპა იმოქმედებს, რათა ჩვენ შევძლოთ ერთად დავიცვათ ევროპა და მისი ღირებულებები“, – განაცხადა პრეზიდენტმა.