სალომე ზურაბიშვილი – ხელისუფლების დაჟინება, მიიღოს კანონი, რუსული დესტაბილიზაციის სტრატეგიაა
ხელისუფლების დაჟინება, მიიღოს კანონი მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, პირდაპირი პროვოკაციაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„თბილისში მეორე ღამეა, რუსული კანონის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქცია იმართება. ხელისუფლების დაჟინებული მოთხოვნა, გაიტანოს ეს კანონი მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, პირდაპირი პროვოკაციაა, რუსული დესტაბილიზაციის სტრატეგიაა“, – წერს ზურაბიშვილი.
Second night of massive protest in Tbilisi against the Russian Law. Insistance of the authorities to push through this law against the will of the population and despite partners protest is a direct provocation – a Russian strategy of destabilization.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) April 16, 2024