სალომე ზურაბიშვილი - ხანდახან ვამბობთ, რომ ევროპელებზე უფრო მეტად ვეროპელები ვართ, ჩვენ ამ სვლას გავაგრძელებთ
სალომე ზურაბიშვილი - ხანდახან ვამბობთ, რომ ევროპელებზე უფრო მეტად ვეროპელები ვართ, ჩვენ ამ სვლას გავაგრძელებთ

ხანდახან ვამბობთ, რომ ევროპელებზე უფრო მეტად ვეროპელები ვართ, ჩვენ ამ სვლას გავაგრძელებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ბლუმბერგისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა აგრძელებს ევროკავშირისკენ სვლას, მიუხედავად ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებისა და 2008 წლის ომისა.

„ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდებით ევროკავშირს, ჯერ ვიყავით სამეზობლო პოლიტიკის წევრები, შემდეგ ასოცირებული წევრები გავხდით, გვაქვს ვიზალიბერალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.

ეს ყველაფერი არის გზა ევროკავშირისკენ. დღეს ჩვენ ყველა ვხედავთ, რა ხდება ევროკავშირში. ყველა ვუყურებთ დიდ ბრიტანეთს. უნდა ვიყოთ რეალისტები. პატარა ქვეყანა ვართ და უნდა ვიყოთ რეალისტები.

ვიცით, რომ ჩვენი გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება ხვალ დილით არ იქნება მიღებული. აუცილებლად გვჭირდება მოძრაობა და უნდა დავინახოთ, რომ ვუახლოვდებით ევროკავშირს. ერთ დღეს, ვიღაც აღმოაჩენს, რომ ჩვენ უკვე ვართ ევროპელები და უკვე ვართ ევროპაში, ქართველები დარწმუნებულები და გულის სიღრმეში სწამთ, რომ არიან ევროპელები. რატომ? იმიტომ, რომ ისინი არიან ქრისტიანები, ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული სახელმწიფო მსოფლიოში. საქართველოს სახელმწიფო მეოთხე საუკუნეში გახდა ქრისტიანული. სწორედ ამიტომ, ხანდახან ვამბობთ, რომ ჩვენ ევროპელებზე უფრო მეტად ვეროპელები ვართ. ჩვენ ამ სვლას გავაგრძელებთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა 20-21 ივნისის მოვლენების შესახებაც გააკეთა კომენტარი.

„იყო ერთი დიდი დემონსტრაცია, რაც იყო ძალიან ბუნებრივი და სპონტანური რეაქცია იმ იმედგაცრუებაზე, რომელიც გაგვიჩნდა რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების 11-წლიანი ოკუპაციის გამო, სადაც ჩვენ შესვლის უფლება არ გვაძლევენ. თუმცა, შემდეგ ეს ყველაფერი პოლიტიკურ საქმეში გადაიზარდა, იყო პარლამენტში შეჭრის მცდელობა და ასე შემდეგ – ისევე, როგორც ეს ხდება ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.