სალომე ზურაბიშვილი კერსტი კალიულაიდს შეხვდა
სალომე ზურაბიშვილი კერსტი კალიულაიდს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს კერსტი კალიულაიდს შეხვდა.

შეხვედრისას პრეზიდენტებმა საქართველოში მიმდინარე სიტუაციასა და საოკუპაციო ხაზზე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს.

ესტონეთის პრეზიდენტის თქმით, საოკუპაციო ხაზსს ბოროტების ხაზსს ეძახის და გასულ კვირას ის უშუალოდ ჩაერთო პროცესებში, რათა მსოფლიო ლიდერებისთვის საქართველოს შესახებ ინფორმაცია პირადად მიეწოდებინა.

„ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოში მიმდინარე სიტუაციაზე, ოკუპაციის ხაზზე, რომელსაც პირადად მე ბოროტების ხაზსს ვეძახი. გასულ კვირას უშუალოდ ჩავები პროცესებში, რომ საქართველოს შესახებ ინფორმაცია მსოფლიო ლიდერებისთვის პირადად მიმეწოდებინა“, – განაცხადა კერსტი კალიულაიდმა.

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობაზე და ასევე, როგორ უნდა გახდეს უფრო მჭიდრო ორი ქვეყნის თანამშრომლობა.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.