სალომე ზურაბიშვილი - კატეგორიულად ვგმობ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ
სალომე ზურაბიშვილი - კატეგორიულად ვგმობ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას ეხმაურება სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის სამართავად გადაცემის შესახებ.

„კატეგორიულად ვგმობ და ვაპროტესტებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას სტრატეგიული ობიექტის – სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ.

ეს არის რუსეთის უკანონო ქმედება, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ და მტკიცე რეაქციას მოითხოვს!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.