სალომე ზურაბიშვილი კანადის გენერალ-გუბერნატორს შეხვდა
სალომე ზურაბიშვილი კანადის გენერალ-გუბერნატორს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იერუსალიმში სამუშაო ვიზიტისას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს სალომე ზურაბიშვილი კანადის გენერალ-გუბერნატორს, ჯული პაიეტს შეხვდა და კანადა-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა.

„საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საკითხებს, საქართველოს საინვესტიციო გარემოს და საქართველოს მეტ ჩართულობას მულტილატერალურ ინიციატივებში, რაზეც კანადურმა მხარემ მხარდაჭერა გამოხატა. საქართველოს პრეზიდენტმა, ჯული პაიეტს რუსული ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საუბარი ასევე შეეხო ​ნატო-სა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობას.

​„აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ინსტიტუციური თანამშრომლობის სექტორული მიმართულების გაძლიერება და ევროკავშირის პრაქტიკის შესაბამისად სექტორული პოლიტიკის განვითარება“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.