სალომე ზურაბიშვილი ჯენიფერ ენისტონის მიერ „ინსტაგრამში“ გამოქვეყნებულ ლიდერ ქალებს შორის - მიანიჭეთ უფლებამოსილება ქალებს და შეცვალეთ მსოფლიო
სალომე ზურაბიშვილი ჯენიფერ ენისტონის მიერ „ინსტაგრამში“ გამოქვეყნებულ ლიდერ ქალებს შორის - მიანიჭეთ უფლებამოსილება ქალებს და შეცვალეთ მსოფლიო

ჰოლივუდის მსახიობ ჯენიფერ ენისტონის მიერ სოციალურ ქსელ „ინსტაგრამში“ გამოქვეყნებულ ქალი ლიდრების ფოტოებს შორის საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოხვდა.

„მაშინ, როდესაც მსოფლიოში ისმის მათი ხმაური, ვინც ცვლილებებს ეწინააღმდეგება, ცვლილებები მაინც ხდება. მიანიჭეთ უფლებამოსილება ქალებს და შეცვალეთ მსოფლიო“, – წერს ჯენიფერ ენისტონი.

მსახიობის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებში სალომე ზურაბიშვილთან ერთად მოხვდნენ მსოფლიო ლიდერი ქალები, როგორც მოქმედი, ისე ყოფილი პოლიტიკოსები და ქალი აქტივისტები, მათ შორის გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი ერნა სოლბერგი, დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი, შოტლანდიის პირველი მინისტრი ნიკოლა სტარჯენი, სლოვაკეთის პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა, ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდერნი, ნეპალის პრეზიდენტი ბადია დევი ბანდარი, ნამიბიის პრეზიდენტი საარა კუუგონგელვა, ტაივანის პრეზიდენტი ცაი ინ-ვენი, ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი შეიხ ჰასინა ვაჯედი, გაბონის პრემიერ-მინისტრი როუზ კრისტიან-რაპონდა, ასევე აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, პაკისტანელი აქტვისტი და უფლებადამცველი მალალა იუსუფზაი, ახალაგაზრდა ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი.