სალომე ზურაბიშვილი ჯასტინ ტრუდოს პრემიერ-მინისტრის პოსტის შენარჩუნებას ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯასტინ ტრუდოს კანადის პრემიერ-მინისტრის პოსტის შენარჩუნებას ულოცავს.
„ვულოცავ ჯასტინ ტრუდოს დამსახურებულ, ხელახალ არჩევას. ველოდები განახლებულ თანამშრომლობას ორმხრივ ურთიერთობებში საქართველოსა და კანადის მეგობრულ ხალხებს შორის“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
ჯასტინ ტრიუდო პრემიერ-მინისტრის პოსტს მეორე ვადით დაიკავებს იმის მიუხედავად, რომ მისმა ლიბერალურმა პარტიამ წინა არჩევნებთან შედარებით უარესი შედეგი აჩვენა. ტრუდომ არჩევნებში მეოთხე ადგილზე გასული პარტიის – „ახალი დემოკრატების“ მხარდაჭერაც მიიღო.
Congratulations to @JustinTrudeau on a well-deserved re-election. I look forward to our renewed partnership in the bilateral relations between the friendly Canadian and Georgian people. 🇨🇦 🇬🇪
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) 23 October 2019