სალომე ზურაბიშვილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორს შეხვდა
სალომე ზურაბიშვილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორსა და დირექტორის მოადგილეს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებში საქართველოს წარმატებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორის არჩევნების საკითხზე.

„2013 წლიდან საქართველომ საყოველთაო ჯანდაცვის კუთხით ისტორიულ შედეგს მიაღწია. ამ ისტორიულ წარმატებას აღიარებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და გაერო-ს სხვადასხვა სააგენტოები. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველა მაღალი საერთაშორისო ფორუმი გამოვიყენოთ საქართველოს გამოცდილების გაზიარების მიზნით. დღეს საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეხვედრის ყურადღების ცენტრში“, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის წევრმა მარიამ ჯაშმა.

მარიამ ჯაშის განცხადებით, ცნობილია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორის პოსტი დღეისათვის ვაკანტურია და უახლოეს საათებში გადაწყდება ახალი ხელმძღვანელის ვინაობა. მისი თქმით, ამ პოსტზე საქართველოდან წარდგენილ კანდიდატს ნატა მენაბდეს უაღრესად დიდი გამოცდილება აქვს გლობალური ჯანდაცვის სისტემებში და ამ პროცესში კი მნიშვნელოვანი პოზიციები გააჩნია. გასათვალისწინებელია, რომ კონკურენცია მაღალია, მაგრამ ქართული მხარე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს კანდიდატი წარმატებული იქნება.

შეხვედრისას მხარეებმა სამომავლო გეგმებზე და იმ გამოწვევებზე იმსჯელეს, რომლის წინაშეც დგას, როგორც საქართველო, ასევე ევროპის რეგიონის სხვა ქვეყნები.

დატოვე კომენტარი