სალომე ზურაბიშვილი - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევა, ამ ფორმით და ამ დროს გაუგებარ ნაბიჯს წარმოადგენს
სალომე ზურაბიშვილი - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევა, ამ ფორმით და ამ დროს გაუგებარ ნაბიჯს წარმოადგენს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევა წარმოადგენს ამ ფორმით და ამ დროს გაუგებარ ნაბიჯს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, დღეს მნიშვნელოვანია, სერიოზული ნაბიჯების გადადგმა ევროპის გზაზე, რასაც საქართველოს პარტნიორებიც მოუთმენლად ელოდებიან.

„დღეს ჩვენ, ჩვენი გაცხადბეული მიზნებიდან გამომდინარე, გვევალება დროული და სერიოზული ნაბიჯების გადადგმა ევროპის გზაზე, რასაც ჩვენი პარტნიორებიც ელოდებიან მოუთმენლად ჩვენგან. ამ კუთხით კი, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევა წარმოადგენს ამ ფორმით და ამ დროს გაუგებარ ნაბიჯს. როცა ვიცით, რა სიმბოლური ადგილი უჭირავს სწორედ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სამომავლო სასამართლო რეფორმის გაგრძელების კუთხით და რაოდენ ყურადღებას იქცევა მისი შემადგენლობა, თუ მისი მიუკერძოებლობა. მზად ვარ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სამი პრიორიტეტის ირგვლივ შევხვდე ყველას, ვინც ამაზე თანხმდება და პრეზიდენტის პლატფორმა გამოვიყენოთ საჭიროებისამებრ. ასევე, მზად ვარ, ძალიან ბევრი რამისთვის, როცა ვიცი და სადაც ვიცი, რომ ქვეყნის ინტერესი დგას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.