ქართული მხარე გამოდის ინიციატივით, რომ იუნესკო-მ ქართული ტოლერანტობა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანოს
ქართული მხარე გამოდის ინიციატივით, რომ იუნესკო-მ ქართული ტოლერანტობა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანოს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, იუნესკო-ს (UNESCO) გენერალურ მდივანს ოდრი აზულაის შეხვდა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო განათლების, მეცნიერების და კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის საკითხს, გოგონების და ქალების განათლების მნიშვნელობასა და ხელმისაწვდომობას, რა სარგებლობის მოტანა შეუძლია რეგიონის, მხარისა თუ ქალაქის მოსახლეობისათვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებას.

ქართული მხარის ინიციატივაა, რომ იუნესკო-მ ქართული ტოლერანტობა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანოს.

პრეზიდენტის განცხადებით, იდენტობა, ისტორიულად, ტოლერანტობაში ვლინდება.

„სხვადასხვა წარმოშობის, მრწამსის ადამიანებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების ტრადიცია საუკუნეების განმავლობაში მოგვყვება. საქართველო თუნდაც იმით არის ცნობილი, რომ აქ არ არსებობს ანტისემიტიზმის არც ერთი მაგალითი. ტოლერანტობა არის ის, რაც დღეს, გარკვეულწილად, დააკლდა მსოფლიოს. ჩვენ ეს ტრადიცია ისე უნდა გავაძლიეროთ, რომ გავხდეთ მაგალითის მიმცემი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ქართული მხარე გამოვიდა ინიციატივით, რომ იუნესკო-მ შექმნას მეორე კატეორიის ცენტრი, რომელიც რეგიონულ დონეზე დაფარავს ყველა იმ საკითხს, რომელსც იუნესკო  კურირებს.