სალომე ზურაბიშვილი იტალიელ ხალხს რესპუბლიკის დღეს ულოცავს
სალომე ზურაბიშვილი იტალიელ ხალხს რესპუბლიკის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იტალიელ ხალხს რესპუბლიკის დღეს ულოცავს.

როგორც სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, იტალიას მომავალ კვირაში ესტუმრება ათასწლოვანი ახლო კავშირების განსამტკიცებლად.

„გილოცავთ რესპუბლიკის დღეს! ვულოცავ იტალიელ ხალხს ამ დღეს. წელს საქართველო და იტალია დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს ზეიმობენ. მომავალ კვირაში სახელმწიფო ვიზიტით იტალიას ვესტუმრები ჩვენს კულტურებსა და ხალხს შორის ათასწლოვანი ახლო კავშირების განსამტკიცებლად“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.