სალომე ზურაბიშვილი ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა
სალომე ზურაბიშვილი ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

„ჩემთვის პატივია, რომ დღეს ისრაელის პრეზიდენტი რუვენ რივლინი გვმასპინძლობს იერუსალიმში. უსაფრთხოება, ვაჭრობა, ინვესტიციები, ტექნოლოგიები, კულტურა – ყველა ეს საკითხი ჩვენს დღის წესრიგშია, რათა კიდევ უფრო გავაღრმაოთ ისედაც ახლო და ისტორიული კავშირები,“ – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის პრეზიდენტის რეზიდენციაში სტუმრების წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

„საქართველოსა და ისრაელს შორის არა მხოლოდ ღრმა და ახლო ურთიერთობებია, არამედ – ისტორიული. განვლილმა 26-მა საუკუნემ ჩამოაყალიბა კავშირი ებრაელ და ქართველ ხალხებს შორის“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ „ტვიტერით“ გავრცელებულ ინფორმაციაში.