სალომე ზურაბიშვილი ისრაელის პრეზიდენტ რუვენ რივლინს ტელეფონით ესაუბრა
სალომე ზურაბიშვილი ისრაელის პრეზიდენტ რუვენ რივლინს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ისრაელის პრეზიდენტ რუვენ რივლინს ტელეფონით ესაუბრა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა საქართველოსა და ისრაელში კორონავისრუსთან დაკავშირებით შემქნილი მდგომარეობა განიხილეს და პოსტკრიზისულ პერიოდში რამდენიმე კონკრეტული მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ.

„სალომე ზურაბიშვილისა და რუვენ რივლინის განცხადებით, მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე და პოსტკრიზისულ პერიოდში, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის უფრო გააქტიურებასა და გაღრმავებაზე.

აღინიშნა, რომ საქართველოსათვის ასევე მნიშვნელოვანია, ისრაელის მაღალტექნოლოგიური სექტორის გამოცდილების გაზიარება“, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.