სალომე ზურაბიშვილი ინიციატივით გამოდის, თბილისში გაიხსნას ცენტრი, სადაც დიასპორის წარმომადგენლებს ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურებიან
სალომე ზურაბიშვილი ინიციატივით გამოდის, თბილისში გაიხსნას ცენტრი, სადაც დიასპორის წარმომადგენლებს ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურებიან

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ინიციატივით გამოდის, თბილისში გაიხსნას ცენტრი, სადაც საქართველოში ჩამოსულ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურებიან.

ინიციატივის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთში ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„მე მაქვს მოსაზრება, რომ თბილისში გაიხსნას, ვეძებთ როგორ, რა ფორმით, ერთი ფანჯრის ფორმატში დიასპორისთვის. როცა თქვენ ბრუნდებით საქართველოში, ან ჩამოდიხართ დროებით, ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება, რომ მიიღოთ ყველა საჭირო ინფორმაცია. ვისაც სჭირდება სწავლა, მუშაობა, ბინის ქირა, ჯანმრთელობის კუთხით და ასე შემდეგ, ყველა ინფორმაცია, რაც შეიძლება აინტერესებდეს დიასპორიდან ჩამოსულ ადამიანს, უნდა იყოს ადვილი, ხელმისაწვდომი და ერთ ადგილას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.