სალომე ზურაბიშვილი - ინაუგურაციაზე მოვიწვევთ ყველა ქვეყნის წარმომადგენელს, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს
სალომე ზურაბიშვილი - ინაუგურაციაზე მოვიწვევთ ყველა ქვეყნის წარმომადგენელს, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე უცხოური დელეგაციებიც იქნება მოწვეული, – ამის შესახებ არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ინაუგურაციაზე მოიწვევენ ყველა ქვეყნის წარმომადგენელს, რომელთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა აქვს.

„უცხოურ დელეგაციებთან მოსაწვევები დაიგზავნება. მოვიწვევთ ყველას, ვისთანაც დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს, შემდეგ მათი გადასაწყვეტია, ვინ დაესწრება“, – აღნიშნა არჩეულმა პრეზიდენტმა.

ამასთან, მისი თქმით, ინაუგურაციას დაესწრება მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ინაუგურაციის ცერემონიის დეტალებზე მუშაობა მიმდინარეობს.

არჩეულმა პრეზიდენტმა დღესვე დაადასტურა, რომ ინაუგურაცია თელავში ჩატარდება.

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.

დატოვე კომენტარი