სალომე ზურაბიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საფრანგეთის მხარდაჭერა საქართველოსადმი იქნება კიდევ უფრო აქტიური
სალომე ზურაბიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საფრანგეთის მხარდაჭერა საქართველოსადმი იქნება კიდევ უფრო აქტიური

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საფრანგეთის მხარდაჭერა საქართველოსადმი იქნება კიდევ უფრო აქტიური. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის სენატის თავმჯდომარე ჟერარ ლარშესთან შეხვედრის წინ განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა,  საფრანგეთთან მისი ურთიერთობები გამოყენებული იქნება, რათა საფრანგეთის მხარდაჭერა იყოს კონკრეტული და ეფექტური.

მისივე თქმით,  რეალურად საფრანგეთი და გერმანია არიან წამყვანი ქვეყნები ევროკავშირში, მათი განწყობა, დახმარება და ხელშეწყობა საქართველოსთვის გადამწყვეტია.

„წარსულში ბევრი გააკეთა ფრანგულმა სენატმა, დაიწყო თანამშრომლობის პროექტები, მათი კეთილი განწყობა საქართველოს მიმართ იყო და უნდა გაძლიერდეს კიდევ. მადლობას გადავუხდი საქართველოს მოსახლეობის სახელით იმ გაწეული დახმარებისთვის, რომელიც დაიწყო 100 წლის წინ, როდესაც საფრანგეთმა მიიღო და ბოლომდე შეინარჩუნა საფრანგეთის ქართული ემიგრაცია და ბოლოს დაგვეხმარა ლევილის მამულისა და საგანძურის გადმოცემაში. ასევე 2008 წელს საფრანგეთმა გაგვიწია დახმარება, რომელმაც გააჩერა რუსეთის ჯარები. ამაზე ჩვენ მხოლოდ მადლობა გვეთქმის. დღეს რეალურად საფრანგეთი და გერმანია არიან წამყვანი ქვეყნები ევროკავშირში, მათი განწყობა, დახმარება, ხელშეწყობა არის გადამწყვეტი. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ის ურთიერთობები და კავშირი, რაც მე მაქვს საფრანგეთთან გამოყენებული იქნება სწორედ იმისთვის, რომ საფრანგეთის მხარდაჭერა იყოს კიდევ უფრო აქტიური, კონკრეტული და ეფექტური. საფრანგეთის თანადგომა ჩვენ მიმართ ნათელია და ჩვენზეა დამოკიდებული, ვუთხრათ და დავაკონკრეტოთ, რა მიმართულებით გვჭირდება დღეს მათი მხარდაჭერა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დატოვე კომენტარი