სალომე ზურაბიშვილი - იმედი მაქვს, როცა ექვსი წლის შემდეგ ჩამოვალ მარნეულში, ქართულ ენაზე თარჯიმნის გარეშე დაგელაპარაკებით
სალომე ზურაბიშვილი - იმედი მაქვს, როცა ექვსი წლის შემდეგ ჩამოვალ მარნეულში, ქართულ ენაზე თარჯიმნის გარეშე დაგელაპარაკებით

იმედი მაქვს, როდესაც ჩემი ექვსწლიანი მანდატი დასრულდება, ჩამოვალ მარნეულში და ქართულ ენაზე თარჯიმნის გარეშე დაგელაპარაკებით, – ამ სიტყვებით მიმართა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მარნეულში, კულტურის სახლში შეკრებილ ამომრჩევლებს.

„საქართველოში 36 წელი არ ვიყავი და შევინარჩუნე ქართული ენა. ყველას, აზერბაიჯანელი და სომეხი წარმომავლობის ხალხს უნდა ჰქონდეთ უფლება, საკუთარი ენა გადასცენ შვილებს, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ ერთ ქვეყანაში. უნდა ვიყუროთ მომავლისკენ და მომავლისკენ გზას სწორედ სახელმწიფო ენა ხსნის, რათა ყველამ შეძლოს სწავლა, კარიერული ზრდა და ცხოვრებაში წარმატების მიღწევა.

ტოლერანტობა ეს არის თანასწორობა. სწორედ სახელმწიფო ენის სწავლის შემდეგ მივაღწიე საფრანგეთში მაღალ თანამდებობებს. ამ თანასწორობისთვის თავად სახელმწიფომ უნდა გააკეთოს მეტი, რომ სახელმწიფო ენა თქვენთვის იყოს უფრო ხელმისაწვდომი. მე ვიქნები ის პრეზიდენტი, რომელიც ამას გააკეთებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.