სალომე ზურაბიშვილი იენს სტოლტენბერგს დღეს პირველად შეხვდება
სალომე ზურაბიშვილი იენს სტოლტენბერგს დღეს პირველად შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს დღეს პირველად შეხვდება. ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს წარმომადგენელმა ალექსანდრე მაისურაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრა გაიმართება ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთანაც.

„პრეზიდენტს ექნება საშუალება, დეტალურად მიმოიხილოს, როგორც პოლიტიკური დიალოგის, ისე პრაქტიკულ განზომილებაში არსებულ საკითხთა ფართო სპექტრი. მიმდინარე წელი საკმაოდ დატვირთულია და მარტში გაიმართება ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნები, რაც შეხვედრებზე განსახილველ საკითხთა შორის იქნება”, – განაცხადა ალექსანდრე მაისურაძემ.

სალომე ზურაბიშვილი პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს 22 იანვარს ესტუმრა.