სალომე ზურაბიშვილი იაშვილის კლინიკაში დაშავებულების მოსანახულებლად მივიდა
სალომე ზურაბიშვილი იაშვილის კლინიკაში დაშავებულების მოსანახულებლად მივიდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იაშვილის კლინიკაში მივიდა, სადაც დღეს თბილისში აფეთქებისას დაშავებულებს მოინახულებს.

პირველი არხის ინფორმაციით, კლინიკაში მივა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც.

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა ხუთი ადამიანი, აქედან სამი ბავშვია.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მძიმე და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დიდ დიღომში კორპუსიდან, სადაც აფეთქება მოხდა, განხორციელდა მოქალაქეების ევაკუაცია.

არსებული ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვის გამო ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.