სალომე ზურაბიშვილი გურიის მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს ხვდება

10:28, 14.01.2020

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოზურგეთის ადმინისტრაციულ შენობაში გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს ხვდება. შეხვედრას ესწრება გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაიაც.

შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტი ჩოხატაურში,სოფელ გორაბერეჟოულში, სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, ერისთავების სასახლეზე დროშას აღმართავს. მოგვიანებით, სალომე ზურაბიშვილი ბიზნესის წარმომადგენლებსაც შეხვდება და ფოლკლორის ცენტრშიც მივა.

მსგავსი