სალომე ზურაბიშვილი გურბანგული ბერდიმუჰამედოვს თურქმენეთის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
სალომე ზურაბიშვილი გურბანგული ბერდიმუჰამედოვს თურქმენეთის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თურქმენეთის პრეზიდენტს, გურბანგული ბერდიმუჰამედოვს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვის ტექსტი თურქმენეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა.

ზურაბიშვილი ბერდიმუჰამედოვთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამს და იმედოვნებს, რომ ეს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს ახალ იმპულსს მისცემს.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ თურქმენეთმა მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია სახელმწიფოებრიობის და საერთაშორისო არენაზე ქვეყნის ავტორიტეტის განმტკიცების მიმართულებით.

„თქვენი ხელმძღვანელობით, ქვეყანა წარმატებით ახორციელებს ეროვნულ გეგმებსა და პროგრამებს, რომლებიც შეესაბამება მდგრადი განვითარების მიზნებს“, – აღნიშნულია  მილოცვის წერილში.

საქართველოს პრეზიდენტი ხაზს უსვამს თურქმენეთის მშვიდობიანი ინიციატივების მნიშვნელობასაც.