სალომე ზურაბიშვილი – გულითადად ვულოცავ ყველას, ვინც დღეს სულიერი ამაღლების, სიცოცხლის გამარჯვებისა და სიკეთის მიერ ბოროტების ძლევის დღესასწაულს ზეიმობს

11:45, 04.04.2021

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყველას, ვინც დღეს მაცხოვრის აღდგომას ზეიმობს, დღესასწაულს ულოცავს.

„ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას აღნიშვანს. გულითადად ვულოცავ ჩვენს თანამოქალაქეებსა და ყველას, ვინც დღეს სულიერი ამაღლების, სიცოცხლის გამარჯვებისა და სიკეთის მიერ ბოროტების ძლევის დღესასწაულს ზეიმობს. ვუერთდები თქვენს სიხარულს, გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

Posted by სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili on შაბათი, 03 აპრილი, 2021

მსგავსი