სალომე ზურაბიშვილი - გრიგოლ ვაშაძე თავად ამბობს, რაც არის
სალომე ზურაბიშვილი - გრიგოლ ვაშაძე თავად ამბობს, რაც არის

ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე თავად ამბობს, რაც არის, ყველამ ძალიან კარგად იცის, საიდან მოდის, სად მუშაობდა, ეს არის ფაქტები, – ასე უპასუხა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვას გრიგოლ ვაშაძის განცხადებასთან დაკავშირებით.

ჟურნალისტებმა სალომე ზურაბიშვილის კითხვა დაუსვეს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ არის რუსული კულტურის ნაწილი და მისთვის რუსული მშობლიური ენაა.

„თქვენ გინდათ, მათქმევინოთ არაევროპული კამპანიის განცხადებები. თავად ამბობს კაცი, რაც არის. ყველამ ძალიან კარგად იცის, საიდან მოდის, სად მუშაობდა, ეს არის ფაქტები. ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს არჩევანი და გადაწყვეტილება მიიღოს, არა იმიტომ, რომ მე ვინმეს რამეს დავაბრალებ. მე არავის არაფერს ვაბრალებ, რასაც თვითონ არ იბრალებენ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.