სალომე ზურაბიშვილი გორის ჰოსპიტალში მოთავსებული, ავღანეთიდან გადმოყვანილი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა
სალომე ზურაბიშვილი გორის ჰოსპიტალში მოთავსებული, ავღანეთიდან გადმოყვანილი სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა

საქართველოს პრეზიდენტი, თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი სალომე ზურაბიშვილი გორის ჰოსპიტალში მოთავსებული ავღანეთიდან გადმოყვანილი სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი გელა გიორგაძე, პრეზიდენტის დავალებით, პირადად ესაუბრა მათ.

გელა გიორგაძის განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და ისინი სამედიცინო კურსს გადიან გორის სამხედრო ჰოსპიტალში“, – აღნიშნა გელა გიორგიძემ.

28 ქართველი სამხედრო, რომელსაც კორონავირუსი ავღანეთში დაუდგინდა, სპეცრეისით საქართველოში 10 ივლისს ჩამოიყვანეს.

დატოვე კომენტარი