სალომე ზურაბიშვილი – გისურვებთ, თქვენს ოჯახში და ჩვენს ქვეყანაში სუფევდეს ჭეშმარიტება, სიყვარული და კეთილდღეობა

01:19, 07.01.2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყველა მართლმადიდებლურ ოჯახს საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ ქრისტეს შობის დღესასწაულს ულოცავს.

„ყველას პირადად, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ყველა მართლმადიდებლურ ოჯახს საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ, გილოცავთ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს.

ქრისტეშობა არის ჭეშმარიტების, სიყვარულის და სიკეთის დღესასწაული, რომელსაც ქვეყნად სინათლე შემოაქვს.

გისურვებთ, თქვენს ოჯახში და ჩვენს ქვეყანაში სუფევდეს ჭეშმარიტება, სიყვარული და კეთილდღეობა!“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.

მსგავსი