სალომე ზურაბიშვილი - გიორგი ანწუხელიძემ გვაჩვენა მაგალითი, რომელზეც ჩვენი მომავალი თაობა უნდა აღიზარდოს
სალომე ზურაბიშვილი - გიორგი ანწუხელიძემ გვაჩვენა მაგალითი, რომელზეც ჩვენი მომავალი თაობა უნდა აღიზარდოს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„დღეს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. 24 წლის გმირი, რომელმაც სიმამაცის, ვაჟკაცობის, შეუდრეკლობის, სამშობლოს სიყვარულის მაგალითი გვაჩვენა, მაგალითი, რომელზეც ჩვენი მომავალი თაობა უნდა აღიზარდოს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. დღეს მას 35 წელი შეუსრულდებოდა.

IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა. გიორგი ანწუხელიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება, მის სახელს ატარებს სერჟანტთა აკადემია.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, 2018 წელს თუშეთში უსახელო მწვერვალს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა.

დატოვე კომენტარი