სალომე ზურაბიშვილი ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკე ეკლესიის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიას ესწრება

თბილისში მოქმედი ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკურ საკათედრო ტაძარში შობის დღესასწაულთან დაკავშირებული ღვთისმსახურება მიმდინარეობს. სადღესასწაულო ლიტურგია კოვიდრეგულაციების დაცვით ტარდება.

სადღესასწაულო მესას ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო ატარებს.

ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკე ეკლესიის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიას ესწრება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.