სალომე ზურაბიშვილი – ღრმად ვართ დამწუხრებული ერევანში მომხდარი შოკისმომგვრელი აფეთქების გამო, სომეხი ხალხის გვერდით ვდგავარ

14:31, 16.08.2022

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ერევანში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

პრეზიდენტის თქმით, საქართველო სომეხი ხალხის გვერდით დგას.

„ღრმად ვართ დამწუხრებული ერევანში მომხდარი შოკისმომგვრელი აფეთქების გამო. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ოჯახების მიმართ, რომლებმაც დაკარგეს საყვარელი ადამიანები. ასევე, ვუსურვებთ მხნეობას და გამძლეობას გადაუდებელი დახმარების მუშაკებს. სომეხი ხალხის გვერდით ვდგავარ“, – წერს პრეზიდენტი.

სომხეთის დედაქალაქში აფეთქება 14 აგვისტოს სავაჭრო ცენტრში მდებარე პიროტექნიკის საწყობში მოხდა. აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა.

მსგავსი