სალომე ზურაბიშვილი – ღრმად შეშფოთებული ვარ ყაზახეთში არსებული სიტუაციით, ვგმობ ძალადობას და სწრაფი დეესკალაციის იმედი მაქვს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ღრმად შეშფოთებული ვარ ყაზახეთში არსებული სიტუაციით. ვგმობ ძალადობას, რომელიც ვიხილეთ და სწრაფი დეესკალაციის იმედი მაქვს. მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული. ჩვენ ყველას გვჭირდება გლობალური სტაბილურობა, ასევე მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცება“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი „ტვიტერზე“.
Deeply concerned with the situation in Kazakhstan. I condemn the violence we’ve seen and hope for a rapid deescalation. The rights and security of civilians must be protected.
We all need global stability and to reinforce peace and security.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) January 8, 2022