სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის დროს ანგელა მერკელს შეხვდება

11:24, 15.02.2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის დროს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება. ეს ინფორმაცია პირველ არხს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი გერმანიაში 20-21 თებერვალს შედგება.

ამასთან, გერმანიაში ვიზიტამდე, 17-19 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს ეწვევა, სადაც შეხვედრას გამართავს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან.

მთავრობის განკარგულება პრეზიდენტის ვიზიტებზე თანხმობის შესახებ, საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ვიზიტების მიზანი ევროკავშირსა და ნატო-სთან საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებაა.

მსგავსი