სალომე ზურაბიშვილი – გერმანიამ გვიჩვენა, რომ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და ოკუპაციის დასრულება შესაძლებელია
გერმანიამ გვიჩვენა, რომ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და ოკუპაციის დასრულება შესაძლებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
სალომე ზურაბიშვილი ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლისთავს ეხმაურება.
„გერმანიამ გვიჩვენა, რომ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და ოკუპაციის დასრულება შესაძლებელია. დღეს ჩვენი კედელი მავთულხლართებია საოკუპაციო ხაზზე, სიძულვილის ენა, შეუწყნარებლობა. ამის მოშლა ჩვენზეა დამოკიდებული. გუშინ ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წელი აღინიშნა“, – წერს ზურაბიშვილი .
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპატიო სტუმრის სტატუსით ბერლინის კედლის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებულ მიღებას დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
Germany shows us that unifying our country and ending the occupation is possible. Today, our wall is the barbed wires on the occupation line, hate speech, intolerance. Tearing these down depends on us. Yesterday marked 30 years since the fall of the #BerlinWall. 🇬🇪🇩🇪 pic.twitter.com/atYVCpUMJ0
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) November 10, 2019