სალომე ზურაბიშვილი გარდაბანში ამომრჩევლებს შეხვდა
სალომე ზურაბიშვილი გარდაბანში ამომრჩევლებს შეხვდა

საქართველოს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გარდაბანში ამომრჩევლებს შეხვდა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ახლოვდება არჩევნების დღე და ხალხის გადასაწყვეტია, როგორც არჩევანს გააკეთებენ.

„თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, როგორი პრეზიდენტი გინდათ. გსურთ პრეზიდენტად რომელიმე პარტიის ლიდერი, რომელიც პარალელურად ზეპარტიულობას ირწმუნება? გინდათ პრეზიდენტი, რომელიც სიძულვილს სთესავს, ტყუილ დაპირებებს გაძლევთ, როცა იცის, რომ მათი შესრულება პრეზიდენტის კომპეტენციაში არ შედის და მაინც გპიდებათ რაღაცეებს? გინდათ პრეზიდენტი, რომელიც აგრძელებს იმ წარსულს, რომელშიც ვიყავით ჩაფლული, რომლიდანაც გამოვედით და გვინდა, რომ მთლიანად გამოვიდეთ? როგორი პრეზიდენტი გინდათ, ეს არის თქვენი გადასწყვეტი და არა ჩემი. მე, მოვდივარ თქვენთან როგორიც ვარ, არც გატყუებთ, არც ზედმეტს გეუბნებით. კახელი ვარ და მიყვარს სიმართლის თქმა, ზოგჯერ მწარე სიმართლის, ზოგჯერ პირდაპირი სიმართლის და ზოგჯერ ჯიუტი სიმართლის“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელი, სოზარ სუბარი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სავალან მირზოევი დაესწრნენ.