სალომე ზურაბიშვილი - გამრუდებული ახალი ამბების ამოცანაა, უნდობლობა გამოიწვიონ მოსახლეობაში ძირითადი პარტნიორების მხრიდან მოქმედებებზე, ეს იქნება ერთ-ერთი გამოწვევა საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილი - გამრუდებული ახალი ამბების ამოცანაა, უნდობლობა გამოიწვიონ მოსახლეობაში ძირითადი პარტნიორების მხრიდან მოქმედებებზე, ეს იქნება ერთ-ერთი გამოწვევა საქართველოსთვის

მოგიწოდებთ, იყოთ ყურადღებიანი, ნებისმიერ მცდელობასა და ძალიხსმევასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოსა და პარტნიორებს შორის უნდობლობასა და გაურკვევლობას იწვევს, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პანდემიის პერიოდში საქართველოს გამოცდილების შესახებ დღეს გამართული დისკუსიის მონაწილეებს.

დისკუსიაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მაღალი რანგის სტუმრები მონაწილეობდნენ.

„პირადად ვარ შეშფოთებული, რომ ქვეყნის მიერ კოვიდის სამაგალითო მართვა, სტაბილურობაზე არ აისახება და მოხარული ვიქნები, რომ მონიტორინგი განვახორციელო, რათა ეს აღარ იყოს გამოწვევა, არც შიდა და არც გარე თვალსაზრისით. ჩემი, როგორც ქვეყნის სტაბილურობის გარანტორის რანგში, პირად პასუხისმგებლობას ვიღებ, რომ ყველა აღნიშნულ ძალიხსმევის მცდელობას თავიდან ავიცლებ. მე ვიქნები ამ ბრძოლის წინა ხაზზე და ასევე მოგიწოდებთ, იყოთ ყურადღებიანი ნებისმიერ ასეთ მცდელობასთან და ნებისმიერ ასეთ ძალიხსმევასთან დაკავშირებით, რომელიც უნდობლობასა და გაურკვევლობას იწვევს საქართველოსა და პარტნიორებს შორის. თქვენ, როგორც აქ წარმომადგნელებმა, უფრო მეტი გააკეთეთ ამ გადამწყვეტ პერიოდში, რათა ყურადღებით დაკვირვებოდით თქვენი ქვეყნის რეაქციებს, რომ თქვენი ქვეყნის რეაქციები წარმოდგენილი იქნება ქვეყნის მოსახლეობასთან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, არასწორმა კომუნიკაციამ შესაძლოა, ზეგავლენა მოახდინოს ურთიერთობასა და საზოგადოების ინფორმიებულობაზე.

„ჩვენ გვქონდა ზოგჯერ ენისა და თარგმნის პრობლემა. მაგალითებს მოგიყვანთ, ასეთმა არასწორმა კომუნიკაციამ შესაძლოა, ზეგავლენა მოახდინოს ურთიერთობაზე და საზოგადოების ინფომირებულობაზე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისვე თქმით, ყველამ იცის, რომ არასწორი იყო პრეზენტაცია, თითქოს აშშ-მ საქართველოს სანქციები დაუწესა.

„ქვეყანა და ჩვენ მადლიერი ვართ, საელჩოს ჩათვლით, ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა მაღალი შეფასება მისცეს ყველა იმ განვითარებებს, რომელზეც ვისაუბრე, მაგრამ ასეთი ტერმინებით არასწორი წარმოდგენა შეიძლება, იყოს ჩვენი ქვეყნისთვის ზიანის მომტანი, იმათ მოუტანს სარგებელს გარეთ ან შიგნით, ვისაც სურს, დაინახოს ჩვენი პარტნიორობის შესუსტება. ეს გახლავთ ისეთი რამ, რასაც პირადად მე კონტროლის ქვეშ ვიღებ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, კიდევ ერთი ასეთი მაგალითია ძალისხმევა, რომელიც მიმართული იყო ევროკავშირში მოგზაურობის შეზღუდვისა და უვიზო რეჟიმის გაუქმებისკენ.

„ეჭვი არ მაქვს, რომ რაღაც მიზეზების გამო, თუ საქართველო არ იყო 15-ვე ქვეყნის უსაფრთხო სიაში, ეს იყო წარმოდგენილი როგორც მტრული გადაწყვეტილება, რომ ხალხში იმედგაცრუება მომხდარიყო. ამას „ფეიქნიუსს“ არ ვეძახი, მაგრამ გამრუდებულ ახალ ამბებს ვუწოდებ. ერთადერთი ამოცანა აქვთ, უნდობლობა გამოიწვიონ საქართველოს მოსახლეობაში ძირითადი პარტნიორების მხრიდან მოქმედებებზე და ეს იქნება ერთ-ერთი გამოწვევა საქართველოსთვის, მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და მშვიდობიან ურთიერთობებზე რეგიონში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.