სალომე ზურაბიშვილი - გამოვიყენოთ ვაქცინაციის საშუალება, რათა დავიცვათ საზოგადოება და გამოვიდეთ კრიზისიდან, დარწმუნებული ვარ, ამ და სხვა გამოწვევასაც გადავლახავთ
სალომე ზურაბიშვილი - გამოვიყენოთ ვაქცინაციის საშუალება, რათა დავიცვათ საზოგადოება და გამოვიდეთ კრიზისიდან, დარწმუნებული ვარ, ამ და სხვა გამოწვევასაც გადავლახავთ

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რათა დაცული იყოს საზოგადოება და ქვეყანა არსებული კრიზისიდან გამოვიდეს.

სალომე ზურაბიშვილი დღეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინით საჯაროდ აიცრა.

„მე დღეს ურიგოდ ჩავიტარე აცრა, რადგან ჯერ არც პრეზიდენტს ეკუთვნის და არც იმ ჯგუფში ვარ, რომელსაც ეკუთვნის. ჯერ რიგი არის ექიმების, ექთნების და იმ მედპერსონალის, რომელმაც ეს თვეები გაიარა ძალიან მძიმედ და ნამდვილად საჭიროა, დღეს ისინი აიცრან, რათა ჯერ ერთი, არ იყვნენ გადამდები, იყვნენ დაცული, რადგან მათზეა ბევრი დამოკიდებული. შემდეგ დადგება სხვა ჯგუფების რიგიც და თუ გვინდა, გამოვიდეთ იმ ძალიან მძიმე ეკონომიკური შედეგებიდან, რომელიც მოყვება მთელ მსოფლიოში კოვიდპანდემიას, აუცილებელია, ჩვენ ეს საშუალება, რაც მოგვეცა და მოგვეცემა, გამოვიყენოთ, რათა დავიცვათ საზოგადოება, ქვეყანა, გამოვიდეთ ამ კრიზისიდან. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და დარწმუნებული ვარ, ამ და სხვა გამოწვევასაც გადავლახავთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.