სალომე ზურაბიშვილი გაერო-ს სამიტზე საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვისა და შენარჩუნების საკითხებზე ისაუბრებს
სალომე ზურაბიშვილი გაერო-ს სამიტზე საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვისა და შენარჩუნების საკითხებზე ისაუბრებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მსოფლიო ლიდერებთან ერთად 30 სექტემბერს გაერო-ს სამიტზე სიტყვით გამოვა, რომელზეც ბიომრავალფეროვნების დაცვის ახალ მიდგომებზე იმსჯელებენ. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

გაერო-ს სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს პრეზიდენტი თუშეთს ეწვია, რადგან თუშეთი თავისი უნიკალური ბიომრავალფეროვნების მხრივ გამორჩეულია და დაათვალიერა ეროვნულ პარკი, რომელიც 15000 ჰექტარზეა განთავსებული, ფლორის 1000-ზე მეტი და ფაუნის 180-მდე სახეობაა წარმოდგენილი.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ბიომრავალფეროვნება უნიკალურია და მისი დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევისთვის. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ჩვენი ბუნებრივი კაპიტალის შენარჩუნება, როგორც დაზიანებული ეკოსისტემების აღდგენის, ასევე, საქართველოსთვის ენდემური სახეობების კონსერვაციის თვალსაზრისით.

პრეზიდენტის განცხადებით, ტურიზმის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანია დაცული ტერიტორიების ქსელის კიდევ უფრო განვითარება, ასევე, დაცული ტერიტორიების, როგორც ტურისტული მიზიდულობის ცენტრების და ეკოტურიზმის განვითარების შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისება.

პანდემიის გამო, სამიტი გაერო-ს გენერალურ ასამბლეის ფარგლებში 30 სექტემბერს ვირტუალურად  ჩატარდება.

დატოვე კომენტარი