სალომე ზურაბიშვილი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ბერლინში ხვდება [ვიდეო]

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ბერლინში, „ბელვიუს“ სასახლეში პირისპირ ხვდება.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ასევე შედგება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა, გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით.

ბერლინში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუები გერმანულ მედიასთან.

სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი გერმანიაში დღეს დაიწყო.