სალომე ზურაბიშვილი ფრანგი ჯარისკაცების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დასავლეთ აფრიკაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს ორი ფრანგი სამხედროს დაღუპვის გამო, რომლებიც მძევალთა გათავისუფლების ოპერაციაში მონაწილეობდნენ.
ორი ფრანგი ტურისტი ბენინში გაიტაცეს, შემდეგ კი ბურკინა-ფასოში, ისლამისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს. მათთან ერთად ფრანგმა ჯარისკაცებმა სამხრეთ კორეისა და შეერთებული შტატების მოქალაქები გაათავისუფლეს.