სალომე ზურაბიშვილი ფრანგ ბიზნესმენებს შეხვდა 
სალომე ზურაბიშვილი ფრანგ ბიზნესმენებს შეხვდა 

საქართველოსა და საფრანგეთს შორის ბიზნესურთიერთობების გამყარება, ფრანგი ინვესტორებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება, სხვადასხვა მიმართულებით ინვესტიციების მოზიდვა, მხარჯველობითუნარიანი ტურისტების საქართველოთი დაინტერესება – ამ საკითხებზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგ ბიზნესმენთან შეხვედრისას.

შეხვედრისა და განხილული თემების შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური აქვეყნებს.

„საქართველოსა და საფრანგეთს შორის ბიზნესურთიერთობების გამყარება,ფრანგი ინვესტორებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება, სხვადასხვა მიმართულებით ინვესტიციების მოზიდვა, მხარჯველობითუნარიანი ტურისტების საქართველოთი დაინტერესება ეს საკითხები დღეს ფრანგ ბიზნესმენთან, კრისტოფ როსისთან შეხვედრისას განვიხილეთ, რომელიც საქართველოთი ჩემი საფრანგეთში ვიზიტისას, მედეფის საერთაშორისო ფორუმზე დაინტერესდა“, – ნათქვამია პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.