სალომე ზურაბიშვილი – ფინეთი ნატო-ს წევრი 31-ე ქვეყანა გახდა, ასე დაიწერა ისტორია, ეს არის ძლიერი წახალისება და საქართველო ერთგულად გააგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმიანება.
„ფინეთი ნატო-ს წევრი 31-ე ქვეყანა გახდა, ასე დაიწერა ისტორია. გილოცავთ! ეს არის ძლიერი წახალისება და საქართველო ერთგულად გააგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ფინეთი ნატოს 31-ე წევრი დღეს ოფიციალურად გახდა. ცერემონია ნატო-ს შტაბბინაში გაიმართა. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰაავისტომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ოფიციალური დოკუმენტი გადასცა.
History made as #Finland becomes the 31st member of #NATO. Congratulations 🇫🇮!
This is a strong encouragement, and 🇬🇪will faithfully continue its Euro-Atlantic integration path#FinlandinNATO
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) April 4, 2023