სალომე ზურაბიშვილი ეზიდ თემს „აიდა სარსალეს“ დღესასწაულს ულოცავს
სალომე ზურაბიშვილი ეზიდ თემს „აიდა სარსალეს“ დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეზიდ თემს „აიდა სარსალეს“ დღესასწაულს ულოცავს.

„აიდა სარსალეს ვულოცავ საქართველოში მცხოვრებ ყველა ეზიდს!

სიხარულის, კეთილდღეობის, ჯანმრთელობისა და წარმატების მომტანი ყოფილიყოს თქვენთვის განახლებისა და იმედის ეს უძველესი და ლამაზი დღესასწაული“, – აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში.